ყაზახეთის მიზანია, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გამოიყენოს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებიდან, „თენგიზის საბადოზე“ ახალი პრექტის განხორციელების შედეგების საფუძველზე, ნავთობის მოპოვება დაახლოებით 12 მილიონი ტონით გაიზრდება.
„ამ მოცულობის დაახლოებით გარკვეული ნაწილის სრულად გამოყენება მოგვიწევს კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის. მანამდე კი უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს მხარე მზად ნავთობის ასეთი მოცულობა თავის ნავთობსადენების სისტემაში გაატაროს“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მინისტრმა განმარტა, რომ ამ მარშრუტით სარგებლობისთვის „აუცილებელი იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა, მათ შორის არა მხოლოდ მილსადენის ტრანსპორტირებისა და დასამაგრებელი საშუალებები, არამედ საჭიროა კასპიის ზღვაში ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებმაც ნავთობპროდუქტები უნდა გადაზიდონ“.
„ეს საკითხი კომპლექსურია, ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა.
ახლა ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ექსპლუატაციაშია ორი ნავთობსადენი - CPC და ატირაუ-სამარა.
ასევე წაიკითხეთ:
- „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე