სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მესამე ვადით გახდა.
სი ძინპინი 5 წლის ვადით აირჩიეს.
მედია წერს, რომ მან ახალი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი წარადგინა, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული.
სი ძინპისის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი.
„40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისკენ მიმართული დაუცხრომელი ძალისხმევის შემდეგ, შევქმენით ორი სასწაული - სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, - განაცხადა სი ძინპინმა და ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.