ომის შესწავლის ინსტიტუტი: „ბინძური ბომბის“ გამოყენებაზე ინფორმაცია, დასავლეთის დაშინების მცდელობაა

სერგეი შოიგუს ბრალდებები „ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, დასავლეთის დაშინების მცდელობაა - ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა, ან დასავლეთი დანებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს - უკრაინას დახმარების შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა ან დასავლეთი დანებდნენ,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.