აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ რუსეთის ცრუ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.
მათივე განცხადებით, უკრაინელებისთვის მხარდაჭერას აგრძელებენ.
“ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორია, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად“, - აცხადებენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.