ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მელონმა და მაკრონმა პირველი შეხვედრისას

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი შეხვედრისას, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. 

მელონმა და მაკრონმა ასევე ევროპის აქტუალური საკითხები, (კერძოდ, ენერგეტიკული ფასების ზრდაზე სწრაფი და ერთობლივი რეაგირების აუცილებლობა, უკრაინის მხარდაჭერა და მიგრანტების ნაკადების მართვა) განიხილეს.

თავის მხრივ, მაკრონმა, რომელიც ახლა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა „დიალოგითა და ამბიციით“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კვირას, რომში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს ორშაბათს, 24 ოქტომბერს შეხვდება.