რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგი,(RZD) აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებთან სარკინიგზო მონაკვეთის რეშტი (ირანი) - ასტარა (ირანი) მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის უფროსის მოადგილემ სერგეი პავლოვმა საერთაშორისო საექსპორტო ფორუმზე „Made in Russia“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დიახ, „რეშტ-ასტარა“ დღეს სერიოზული დაბრკოლებაა სარკინიგზო მარშრუტის ერთ ჯაჭვში დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გვჭირდება. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ მხარესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ მარშრუტის გასაშვებად“, - განაცხადა პავლოვმა.
პავლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა, RZD Logistics-თან ერთად, უკვე იყენებს „რეშტ-ასტარას“ მარშრუტს, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს.
მხარეები ამ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე 2016 წელს შეთანხმდნენ.