ფინური სახელმწიფო კომპანია VR Group-ი საქონლის ტრანსპორტირებას რუსეთის მიმართულებით, წლის ბოლომდე მთლიანად შეაჩერებს.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზა მარკულამ დღეს განაცხადა. მისი თქმით, „აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო მიმოსვლა არაუგვიანეს ამ წლის ბოლომდე შეწყდება“.
სექტემბრის ბოლოსთვის კომპანიამ რუსეთში ტვირთების 65%-ის გადაზიდვა შეაჩერა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 28 მარტს VR Group-მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ჰელსინკისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი ალეგროს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.