დნიპროში, ბენზინგასამართ სადგურზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსული რაკეტის ფრაგმენტები ბენზინგასამართ სადგურზე ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.