თეგი: დნიპრო

უკრაინა: დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

დნიპროში, ბენზინგასამართ სადგურზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსული რაკეტის ფრაგმენტები ბენზინგასამართ სადგურზე ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.  

დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს 27 ოქტომბერს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მოეწერა ხელი. ამის შესახებ დნეპროს საკრებულოს პრესსამსახური იუწყება. „ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას გერმანიისგან, გერმანელი ხალხისგან. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება. პირველ რიგში, ეს არის მორალური მხარდაჭერა. ეს შეთანხმება არ ეხება მხოლოდ დნიპროს პარტნიორობას და დახმარებას. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ურთიერთობები ქალაქ კიოლნთან ასევე განვითარდება კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა. ენერგოეფექტურობა დნიპროსა და კიოლნს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებაა. ფილატოვის თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დნიპრო და უკრაინის სხვა ქალაქების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის ტერორისტული თავდასხმების სამიზნეა. „ქალაქებს შორის ასეთი პარტნიორობა აუცილებელია მიზნების სწრაფად მისაღწევად, რამაც უნდა შექმნას იმპულსი უკრაინაში აღდგენისთვის", - განაცხადა თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა.

დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ქალაქ დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში განაცხადა. „რუსმა ტერორისტებმა ახლახან დაბომბეს დნიპრო. რამდენიმე დარტყმა მოხდა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. არის მსხვერპლი. აფეთქების ადგილზე მაშველები მუშაობენ", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.  მოგვიანებით, ქალაქზე საჰაერო იერიშის ვიდეო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Facebook-ზე გაავრცელა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დნიპროში გორკისა და ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა

26 დეკემბერს დნიპროში, რუსი მწერლის მაქსიმ გორკისა და საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა. ქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა ძეგლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით კვარცხლბეკებიდან ამოიღეს და ერთ-ერთი კომუნალური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაიტანეს.  16 დეკემბერს ქალაქში ალექსანდრე პუშკინისა და ვოლოდია დუბინინის ძეგლები აიღეს. საერთო ჯამში, საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სსრკ-სთან დაკავშირებული 10-მდე ძეგლის დემონტაჟის შესახებ, მათ შორისაა ალექსანდრე ბულიგინის, მიხაილ ლომონოსოვის, გენერალ-ლეიტენანტი ეფიმ პუშკინის (ცნობილი როგორც ტანკი) და ალექსანდრე მატროსოვის ძეგლები.  

ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა სულ მცირე 27 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა პასუხს აგებს.  მისი თქმით, დნიპროში ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება. „ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტერორში. ყველა აგებს პასუხს მაქსიმალურად“, - განაცხად უკრაინის პრეზიდენტმა. ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა 39 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. ყველა მათგანი საავადმყოფოშია. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.

ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან

დნიპროში ნანგრევების დაშლა გრძელდება. მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა „მთელი დღის განმავლობაში ვეცნობოდი დნიპროდან მიღებულ ანგარიშებს. იქ კორპუსის ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა სამსახური ადგილზეა. მინდა მადლო ვუთხრა ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 ადამიანის ბედი უცნობია. სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას  ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. აქედან 7 ბავშვია.  ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.  

დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა, სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი ბავშვი, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ. თავდასხმის ადგილიდან 39 ადამიანი გაიყვანეს. სულ მცირე 75 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვი. 16 იანვრის დილისთვის 35-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსული რაკეტა 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალურ უკრაინაში ერთმილიონიანი ქალაქის საცხოვრებელ უბანს მოხვდა.  

დნიპროზე სარაკეტო იერშის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დნიპროზე სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ. დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა „მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და მათ ვინც რუსეთიდანაა, ასევე მათ, ვინც ერთი სიტყვაც კი არ თქვა ამ ტერორზე, რომლის შესახებაც ყველამ მშვენივრად იცის და ხედავს. თქვენი ლაჩრული დუმილი, ამ ფაქტის გადალახვის მცდელობა დასრულდება იმით, რომ ერთ დღეს ეს ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება საკმაოდ მგრძნობიარეა ლაჩრობასთან მიმართებით, ბოროტება ყოველთვის გვახსენებს მათ ვისაც ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა ისინი მოვლენ თქვენთან არავინ დაგიცავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, 14 იანვარს დაბომბეს.   

მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დნიპროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს

14 იანვარს უკრაინაში, ქალაქ დნიპეროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, უკრაინსკის ბულვარზე აღმართულ ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს. ძეგლის კვარცხლბეკზე დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ფოტოც იყო განთავსებული. სპონტანური მემორიალის სურათები გამოჩნდა დამოუკიდებელი რუსული მედიის ტელეგრამის არხებზე, მათ შორის „ხოლოდზე“. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. ლესია უკრაინკას ძეგლი 2006 წელს გაიხსნა უკრაინსკის ბულვარზე, რომელიც აკავშირებს სასტუმრო უკრაინასა და კიევსკის სადგურის მოედანს მოსკოვში.  

დნიპროზე სარაკეტო დარტყმებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, უკრაინაში 7 პირი დააკავეს

ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით უკრაინაში, ქალაქ დნიპროში შვიდი ადამიანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფის წევრები ნებაყოფლობით დათანხმდნენ პრორუსული რადიკალური გაერთიანებას, რომ დნიპროს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ რუსეთის არმიას ინფორმაციას მიაწოდებდნენ.  გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი რუსებს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს აწვდიდა. თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია გადაეცათ და მოეხდინათ მათი კორექტირება. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნიპროზე 14 იანვარს მოხდარ თავდასხმებთან. ამას გარდა, რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისა და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილისა და გადაადგილების შესახებ. ჯგუფს პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი,) მეთაური კურირებდა. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა. პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რომლებშიც, არსებული ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები. დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელიც საომარი მდგომარეობის დროსაა ჩადენილი. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.