ესტონეთი რუსულ ნავთობს 5 დეკემბრიდან სრულად აკრძალავს

ესტონეთის გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, ევროკავშირის სანქციებით დადგენილ ვადას ორი თვით უსწრებს, განაცხად ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ Postimees-თან ინტერვიუს დროს.

ევროკავშირმა სანქციების მერვე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.