კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს.

„უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება - რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5%-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე”,-აცხადებს გვენეტაძე.

ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.