სერბეთში ახალი მთავრობა აირჩიეს

სერბეთის პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ, 153 ხმით 68-ის წინააღმდეგ, ახალი მთავრობა აირჩია.

ახალ მთავრობას ანა ბრნაბიჩი ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო. ბრნაბიჩი არის პირველი ქალი, რომელიც სერბეთის მთავრობას მეთაურობს და პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არ მალავს იმ ფაქტს, რომ ქალზეა დაქორწინებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება სტაბილურობის შენარჩუნება „იმ დროს, როცა კაცობრიობას ემუქრება მესამე მსოფლიო ომი“, ხოლო შიდა პლანზე – ენერგეტიკის სექტორის სტაბილურობა.

ბრნაბიჩი კოსოვოსთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას სთავაზობს ბელგრადი. 

 

სერბეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილის დასაწყისში გაიმართა. არც პრეზიდენტმა და არც პრემიერმა არ უპასუხეს ოპოზიციის კითხვას, თუ რატომ გადადო ექვსი თვით აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება კოალიციამ, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს.