რუსეთის ფედერაციამ უკვე დაბლოკა 175 გემი, რომლებსაც „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში პორტებს უნდა დაეტოვებინათ.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის დასაცავად.
„აშკარაა, რომ რუსეთი აპირებს კიდევ ერთხელ გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი, კიდევ ერთხელ დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე. ყველა ჩვენი პარტნიორის პასუხისმგებლობაა კვლავ უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება და დაასრულოს ეს ბინძური „რუსული შიმშილის“ თამაში. დღეს, რუსეთის მიერ ჩვენი სურსათის ექსპორტის მიზანმიმართული შენელების გამო, გემების რაოდენობამ, რომლებიც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან, უკვე 175-ია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.