ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკის Toyota Land Cruiser 200-სა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
„მეტი მხარდაჭერა უკრაინას! ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკა Toyota Land Cruiser 200 SUV-ი და სხვა აღჭურვილობა გაგზავნეს", - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე.
მანამდე, ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალდემარას რუფშისმა თქვა, რომ ის შესთავაზებდა PzH 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისა და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ ახლა ქვეყნის შესაძლებლობები „ლიმიტირებულია“.
იმავდროულად, ევროკავშირმა მოუწოდა ბლოკის თავდაცვის მინისტრებს, კოორდინირება გაუწიონ იარაღის შეძენას, რათა მიმწოდებლებისგან უკეთესი პირობები მიიღონ.