ირაკლი ღარიბაშვილი: ვიქტორ ორბანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა.

„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.