უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ევროპაში ენერგეტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე ვისაუბრეთ იმ საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ, საქართველოს როლზე რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა არის, იმისთვის რომ ევროპისთვის ენერგორესურსებს გატარება უზრუნველვყოთ და ევროპული ენერგოუსაფრთხოება განვამტკიცოთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ამ მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული უნგრეთის ინტერესი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
- ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა
- ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანს შეხვდა.