ჩრდილოეთ იტალიაში, მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
დაშავებულებს შორის იყო არსენალის ფეხბურთელი პაბლო მარი.
გარდაცვლილია სუპერმარკეტ Carrefour-ის თანამშრომელი.
დაკავებულია 46 წლის ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის დანით იყო შეიარაღებული.
ფოტო: პაბლო მარი
იტალიური მედიის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.