აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრეზენტაციას მიეძღვნა.
მანამდე ამერიკული კომპანია Raytheon Technologies-ის ხელმძღვანელმა გრეგორი ჰეისმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობას უკრაინისთვის განკუთვნილი NASAMS-ის ორი სისტემა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა.