შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს თავდაცვა ჩინეთისა და რუსეთის მზარდი საფრთხეების წინაშე, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაშია ნათქვამი.
ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ჩინეთი მთავარ გლობალურ კონკურენტად არის მოხსენიებული. ოსტინის თქმით, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, თუმცა „რუსეთს არ შეუძლია, სისტემატურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში“.
„მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის მიხედვით, რუსეთი რჩება „მწვავე საფრთხედ“ აშშ-სთვის, მოხდა მისი „აბსოლუტური შეკავება NATO-ზე თავდასხმისგან", განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ის ცნობით.
„ჩინეთი არის შეერთებული შტატების „ძირითადი გამოწვევა", რადგან ის არის ერთადერთი კონკურენტი, რომელსაც აქვს განზრახვა და მზარდი შესაძლებლობა, სისტემატიურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა თავდაცვის მეორე მაღალჩინოსანმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ავითარებს შესაძლებლობებს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და გლობალურად, დეპარტამენტი ამ ქვეყანას განიხილავს, როგორც ძირითად გამოწვევად და არა ძირითად საფრთხედ“, - განმარტა თავის მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელმა.