ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
ცოტა ხნის წინ თავად მასკმა Twitter-ზე დაწერა: „ჩიტი გათავისუფლდა“, რაც ასევე გარიგების დასრულებაზე მიუთითებს.
მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა.
მასკმა დაიპყრო Twitter-ი, როდესაც ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, სან-ფრანცისკოში კომპანიის სათაო ოფისი დატოვეს. იტყობინება CNBC.
მანამდე, 2022 წლის აპრილში გაირკვა, რომ მასკი Twitter-ს, $44 მილიარდად ყიდულობდა, შემდეგ კი გარიგების გაუქმება გადაწყვიტა.
მოგვიანებით, მასკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია განაახლოს ხელშეკრულება Twitter-ის შესაძენად, თუ კომპანია სოციალურ ქსელში ანგარიშების ავთენტურობას დაადასტურებს.
Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.