ფილიპინებს ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს, დაიღუპა სულ მცირე, 45 ადამიანი

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებს ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს.

BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა.

უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.