რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს

მოსკოვი, „მარცვლეულის შეთანხმებაში“მონაწილეობას, ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის შემდეგ აჩერებს. ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება თავდასხმაში „კიევის რეჟიმსა" და „დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებს" ადანაშაულებს.

სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.