რუსული მედიის ცნობით, ნიჟნი-ნოვგოროგში, ელექტროქვესადგურზე ხანძარია.
ხანძრის ჩაქრობაში 43 მეხანძრე და 11 ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 300-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ელექტროქვესადგურში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.