პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე, მკაცრ საერთაშორისო რეაქციას ელოდება. კეროდ, გაეროსგან და G20-ის წევრებისგან.
„ახლა საჭროა მკაცრი საერთაშორისო რეაქცია, როგორც გაეროს, ისე სხვა დონეებზეც. მათ შორის „დიდი ოცეულის“ დონეზეც. როგორ უნდა იყოს რუსეთი G20-ის წევრი, როცა რამდენიმე კონტინენტზე „შიმშილის გამოწვევას“, მიზანმიმართულად ცდილობს.
ეს ნონსენსია. რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.