უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივას შეეხება. ხელმოწერის ცერემონია კიევში ზელენსკის და ფიალას მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.
„რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინაში NATO-ს სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩეხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ჩვენ გავხდეთ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
31 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.