თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჰულუსი აკარმა მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი განიხილა უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვთან.
აკარის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ბევრად უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი.
„მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა, რომელიც წმინდა ადამიანური საქმიანობაა, უნდა გამოვყოთ კონფლიქტის პირობებს“, - განაცხადა აკარმა სატელეფონო საუბრების დროს.
მისივე თქმით, „თურქეთი გაგრძელებს თავისი როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა დონეზე.
უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.