2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 2.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.