საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააფიქსირა მზადყოფნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა რაც შეიძლება მალე გაზარდოს. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
„ამ დილით დავუდასტურე პრეზიდენტ ზელენსკის: ჩვენ სრულად მობილიზებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვა“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.
მისივე თქმით, უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად.
„ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას“, - წერს ემანუელ მაკრონი.