მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, 1967 წლის შემდეგ პირველად, რეკორდული რაოდენობის ოქრო (399 ტონა) იყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია.
იუწყება Bloomberg-ი მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო წერს, წელს ოქროს ზოდების ფასზე ზეწოლა აშშ-ის ფედერალური ბანკის განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ მოახდინა, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქრო როგორც შემოსავლის მომტანი აქტივი, საბირჟო ვაჭრობის ფონდებში გაეყიდათ.
Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მეტი ოქრო, თურქეთისა და ყატარის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს.
გარდა ამისა, იყო ასევე დაურეგისტრირებელი შესყიდვები დაწესებულებებიდან, რომლებიც WGC-ის მიხედვით, საერთო მონაცემის მნიშვნელოვან წილს შეადგენს.
„ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რეგულარულად არ აქვეყნებენ მონაცემებს ოქროს შესყიდვების შესახებ“, - წერს Bloomberg-ი.
„ყველა ოფიციალური დაწესებულება საჯაროდ არ აქვეყნებს ოქროს ფლობას ან ამას დაგვიანებით აკეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შემდგომი დაურეგისტრირებელი შესყიდვების შესაძლებლობა“, - ნათქვამია WGC-ის კვარტალურ ანგარიშში.