ევროპარლამენტში ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების დაწესებასა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებას ითხოვენ

ევროკავშირი ნავალნის დაპატიმრების საპასუხოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერებას მოითხოვს.

ევროპარლამენტარის, დევიდ მაკალისტერის თქმით- „ნავალნის მოწამლვა და დაკავება მხოლოდ უკანასკნელია იმ მრავალ არგუმენტს შორის, რომელიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობას ადასტურებს. ევროკავშირის მხრიდან რეაგირება უნდა იყოს მკაფიო და გავაფართოვოთ უკვე დაწესებული სანქციები, რათა ისინი გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის დაკავებაში და რომლებმაც შესაბამისი ბრძანებები გასცეს."

მაკალისტერის თქმით, ევროპული პარლამენტი არ უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას, როდესაც მსოფლიოში ადამიანების უფლებები დაირღვევა.

კატი პირის თქმით,-„პუტინმა ვერ შეძლო ნავალნის მოკვლა, ამიტომ ახლა ის დააპატიმრა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა კრემლს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ეს გააკეთოს არა იმ სუსტი სანქციებით, რომლებიც ექვს პირს ნავალნის მოწამვლის შემდეგ დავუწესეთ".

ზოგიერთი პარლამენტარის თქმით, მოსკოვის შესაკავებლად უფრო მეტი არის საჭირო.

ოპოზიციონერი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, სადაც ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.