მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კანადის ხელისუფლება მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება. ამას მოწმობს მიგრაციის ახალი სამწლიანი გეგმა, რომელიც კანადის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარადგინა.
„გასულ წელს კანადამ 40 5000 მიგრანტი მიიღო, რაც ერთი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მთავრობა აგრძელებს ამ ამბიციურ მიდგომას და მიზნად ისახავს, მომავალ წელს 465 000 მუდმივი მცხოვრების მიღებას. კანადა 2024 წელს 485 000 მიგრანტს, ხოლო 2025 წელს 500 000 მიიღებს", - აცხადებენ სამინისტროში.
აღნიშნულია, რომ ახალი მიგრაციული პოლიტიკის თანახმად, მეტ ყურადღება დაეთმობა მიგრანტების მცირე ქალაქებსა და სოფლებში მოზიდვას.