ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს.
წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკი, ქნესეტში (პარლამენტში) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 120 ადგილიდან 62 ადგილს იღებს.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებმა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა.
ეს ისრაელში ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია.
თავად „ლიკუდს“ სავარაუდოდ, 31 მანდატი ექნება. ნეთანიაჰუს პარტიულ ბლოკში შედის რელიგიური „სიონისტების პარტია“, ულტრამართლმადიდებლური პარტიების ერთიანი სია Yahadut HaTorah-ი და ულტრარელიგიური Shas-ი.
ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის პარტია Yesh Atid-მა ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში 24 ადგილი მოიპოვა.