პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ მავთულის ღობეს ააშენებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისრტმა განაცხადა.
მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.
ოფიციალური ცნობებით, გასული წლის შემოდგომაზე, ათასობით აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტი პოლონეთში შეღწევას ბელორუსის საზღვრიდან ცდილობდა.
ბლაშჩაკის განმარტებით, კალინინგრადთან აღმართული ღობე პოლონეთის მიერ ბელორუსის საზღვრის გასწვრივ გასულ წელს აგებული ბარიერის მსგავსი იქნება.