3-5 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოჯანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს და სხვა ოფიციალურ პირებს.
3 ნოემბერს, გენერალური მდივანი პრესკონფერენციას ჩავუშოღლუსთან ერთად გამართავს. 4 ნოემბერს, სტოლტენბერგი სტამბულში შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.