ვარშავის მახლობლად მდებარე კურორტი „სკუბიანკა“, პოლონეთის ტყის დაცვის სამსახურის კონროლის ქვეშ გადავიდა. კურორტს 1980 წლიდან, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის საელჩოები ქირაობდნენ.
ხელშეკრულება რუსეთის საელჩოსთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაირღვა. European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„ტყის დაცვამ დღეს ჩამოართვა და დააყადაღა ის ქონება, რომელიც დაიქირავა რუსეთის საელჩომ. სანატორიუმი, რომელიც მდებარეობს ზეგრზეს სატყეო მეურნეობაში, სკუბიანკას ფარგლებში, საბჭოთა საელჩომ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქირავა“, - აცხადებენ სამინისტროში Twitter-ზე.
პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ედვარდ სიარკამ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვებში სახელმწიფო სატყეო სააგენტომ რუსეთის საელჩოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან საელჩომ კურორტის იჯარის ქირა 12 ათასი ზლოტი არ გადაიხადა.