გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ, „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რუსეთის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარი რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს, ათმა არამუდმივმა წევრმა - ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი, თავი შეიკავეს.

აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთის მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე რაიმეს „მტკიცებას“ ფიქცია უწოდა.