ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად უკრაინაში „ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შედეგად, სააგენტომ საველე შემოწმებები უკრაინაში მდებარე სამ ობიექტზე ჩაატარა და გამოუცხადებელი ბირთვული საქმიანობის ან მასალების რამე ნიშან-კვალი ვერ დაინახა.
„დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.