უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გამოთქვა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას. ყოველთვის მნიშვნელოვანია რეალური დემოკრატიის ხილვა მოქმედებაში. უკრაინა და ისრაელი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და გამოწვევებს, რომლებიც ახლა ეფექტიან თანამშრომლობას მოითხოვს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით ახალ თავს ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით, უკრაინისა და ისრაელის საკეთილდღეოდ!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს.
თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება.
მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.