Reuters: G7-ის ქვეყნები, რუსული ნავთობის ფასის ფიქსირებულ ზღვარზე შეთანხმდნენ

G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, რუსული ნავთობის ფიქსირებულ ფასზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბაზრი უფრო სტაბილური გახდება, რაც მონაწილეებისთვის ტვირთს, მინიმუმამდე შეამცირებს.

Reuters-ის ცნობით, ფიქსირებული ფასი ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ის ნოემბრის ბოლოს დამტკიცდება.

რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემოღების სამართლებრივი საფუძველი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში დადგინდა, რომელიც ევროკავშირმა ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, მექანიზმი ნედლ ნავთობზე 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეერთებული შტატები რუსეთისგან ნავთობს ფასის ზღვრის გარეშე 19 იანვრამდე შეიწყიდის, შემდეგ კი, ზღვრულ ფასს შემოიღებს. „ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით, $60 დოლარამდე შეაფასოს“, - წერს Bloomberg.

კრემლში განაცხადეს, რომ ენერგორესურსებს არ მიაწვდიან იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის რესურსებზე ზღვრულ ფასებს დააწესებენ.