Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.
Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ.
ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება.
გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.