აშშ-ის წამლის მწარმოებელმა Pfizer Inc-მა (PFE.N) და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech SE-მ COVID19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის შესაფასებლად კვლევა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცდები შეერთებულ შტატებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18-დან 64 წლამდე ასაკის 180 მოხალისე მიიღებს.
ადრეული სტადიის კვლევა, რომელსაც BioNTech-ი აფინანსებს, მიზნად ისახავს, შეაფასოს კომბინირებული ვაქცინის უსაფრთხოება, იმუნოგენურობა, ან იმუნური პასუხის წარმოქმნის უნარი.