პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, შეთანხმება დაზვერვის საკითხებში მკაფიო რეკომენდაციებსა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
„ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიეტუვისთვის, რადგან პოლონეთის შეიარაღებული ძალები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ დაზვერვის სფეროში,” - თქვა ვალდემარას რუპშისმა.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ასევე დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებსაც ითვალისწინებს.
„მსგავსი წვრთნებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიულ ერთიანობასა და მთლიანობას, მათ შორის შევამოწმებთ ძალების საბრძოლო მზადყოფნას. ეს იქნება შეკავების ერთ-ერთი ღონისძიება, ”- თქვა რუპშისმა.