ნიდერლანდები უკრაინას, €120 მილიონის მოცულობის სამხედრო პაკეტს გადასცემს.
„სამხედრო დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი ევროა, საიდანაც 45 მილიონი ევრო განკუთვნილია T-72 ტანკებისთვის", - ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებთან და ჩეხეთთან ერთად, ნიდერლანდები უკრაინას, ჩეხეთიდან 90 მოდერნიზებულ და კაპიტალურად გადაკეთებულ ტანკს მიაწოდებს.
ამასთან, ნიდერლანდები უკრაინის ეროვნულ გვარდიას, სამ თანამედროვე საველე ჰოსპიტალს გადასცემს.
სავარაუდოდ, ტანკების პირველ პარტიას უკრაინა დეკემბერში მიიღებს.