"ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა", - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა.
"ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე", - თქვა ამირაბ დოლაჰაინმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს.
აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი ამბობდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.