ფინეთის მთავრობამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვა შეუზღუდოს. ამ საკითხს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლობს.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ასევე მსგავსი ტრანზაქციების სრულად აკრძალვის ვარიანტსაც განიხილავს.
„სამუშაო ჯგუფმა რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონებით დადებული გარიგებების შესახებ ანგარიში დეკემბერში უნდა წარმოადგინოს. სრული მოხსენება მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ანგარიშის მომზადების შემდეგ ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობის განახლების პროცესს, თუკი ამის საჭიროება დადგება“, - წერს მედია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ნორვეგიის სანაპიროზე არაერთი ობიექტი იყიდა, რომლებიც მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებთან ახლოს მდებარეობს.