„მარცვლეულის დერეფნის“ გაჩერების რისკები არსებობს ვიდრე ომი გრძელდება. უკრაინული მარცვლეული თავისუფლად უნდა მიიღონ მსოფლიოს ქვეყნებმა და ეს ომი უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„რადგან ომი გრძელდება, მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს. შიმშილის დასაძლევად, უკრაინული მარცვლეული უნდა მიიღონ სხადასხვა ქვეყნებმა. ამისთვის პუტინმა ომი უნდა დაასრულოს.
ომის პირობებში მარცვლეულის შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ასევე წაიკითხეთ: