რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა.
ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის.
მსხვერპლი არ არის.
გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების" მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.