ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება.
- რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას
- კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს
მისივე თქმით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო.
"გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით", - განაცხადა კობა გვენეტაძე.
ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.