დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გავაკეთებ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში" - თქვა ტრამპმა მხარდამჭერების წინშე ოჰაიოში, ორშაბათს ღამით, სადაც ის ატარებდა შუალედური არჩევნების ბოლო მიტინგს.

ცნობისთვის, დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.