საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Bloomberg

საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისთვის, ევროკავშირი, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწსებას გეგმავს.

ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აპირებენ მხარი დაუჭირონ წინადადებებს, რომლებიც  რამდენიმე ირანელი ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგაა მიმართული.

ამ საკითხს, შემდეგი კვირის დასაწყისში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ირანში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა სასაზღვრო პროვინციებში საპროტესტო აქციები დაარბიეს. 

ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.